იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე - „ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ, მიზეზი ექნებათ, შალვა პაპუაშვილი არ გვიშვებსო

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი ნერვების მოშლა და მოთმინებიდან, წყობიდან გამოყვანა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, ნერვებს პირადად მიხეილ სააკაშვილს უშლიან და „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ წევრს არ ეწყინება, მასთან რომ ვეღარ მივა.

მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება ისედაც შეზღუდული აქვს და ეუბნებიან, რაღაც უფლებებს გართმევთ, მაგრამ ეს შენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის კარგიო, რაც ნერვებზე მოქმედებს. ზოგადად, ციხეში ნერვებზე ბევრი რამ მოქმედებს და ალბათ, ეს ერთ-ერთი მათგანია, დასამატებლად. ეს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობას“ რას დააკლებს, არ ვიცი - აწყობთ, მიშასთან შესვლა რომ არ მოუწევთ! ნერვებს სააკაშვილს უშლიან, მაგრამ არ მგონია, რომ ყოველ დღე სააკაშვილთან შეხვედრით “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბედნიერი იყოს - პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მათ ეს ასცდებათ. "ნაცმოძრაობის" არც ერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ - არ ეწყინებათ, რადგან როცა ლიდერი შენი მუშაობით არ არის კმაყოფილი და ციხეში ზის, მასთან ხშირად შეხვედრა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს და მიზეზი ექნებათ, შალვა პაპუაშვილი არ გვიშვებსო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა