„რომპეტროლ საქართველო“ საახალწლო საქველმოქმედო ტრადიციას აგრძელებს

რა ქმნის საახალწლო განწყობას? როდესაც დღესასწაულზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ყველაფერი ზრუნვას უკავშირდება. რამდენიმე წელია, „რომპეტროლ საქართველო“ სწორედ მზრუნველობით სავსე აქტივობებს აწყობს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების საოჯახო სახლებში მცხოვრებ აღსაზრდელებისთვის. მზადების პროცესი კი კომპანიის გუნდისთვის ნამდვილი დღესასწაულია. სამზადისი ახალ წლამდე დიდი ხნით ადრე იწყება. მცირე საოჯახო ტიპის სახლების მმართველებთან ერთად, ფსიქოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე დგება საჭირო და სასურველი საჩუქრების სია, იწყება საჩუქრების შეგროვება, მომზადება, განაწილება და ბავშვებისთვის დარიგება.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია წელსაც ესტუმრა თელავის, ვარდისუბნისა და ჩხოროწყუს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს და ის საჩუქრები გადასცა, რომლებსაც ისინი მოუთმენლად ელოდნენ.

„რომპეტროლ საქართველო“ საქველმოქმედო აქტივობებს ბიზნეს პარტნიორების დახმარებით ახორციელებს და მათი საახალწლო საჩუქრების ფონდს კვლავ ბავშვთა სახლების დასახმარებლად მიმართავს.

წელს აღსაზრდელებმა ბატუტი, საკანცელარიო ნივთები, სამაგიდო თამაშები, ტკბილეულობა და ის ნივთები მიიღეს, რომლებიც მათი უნარების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კომპანია რომპეტროლმა ერთი წლის განმავლობაში 1000 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერული დაფინანსება გამოყო ბავშვებისთვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების უზრუნველსაყოფად.

,,რომპეტროლ საქართველოსთვის'' სოციალური პროექტების განხორციელება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკვე რამდენიმე წელია შობა-ახალი წლისთვის მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებს მათ მოკრძალებულ სურვილებს ვუსრულებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ საახალწლო განწყობა. ამ პროექტს მე-7 წელია ვახორციელებთ და ეს ერთგვარ ტრადიციად იქცა ჩვენთვის, რომელმაც უზომოდ დაგვაახლოვა ამ უსაყვარლეს ბავშვებს. მათ ხომ ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების გვერდით დგომა და ყველაზე გულწრფელად უხარიათ მზრუნველობის მიღება. ამ კეთილშობილურ წამოწყებაში ჩვენს პარტნიორებს მეგობრებად და თანამონაწილეებად მოვიაზრებთ.“ - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების გარდა „რომპეტროლ საქართველო“ აქტიურად ეხმარება უსინათლოთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და კათარზისის ორგანიზაციის ოფისებს და სადღესასწაულო პერიოდებში მათ საწვავით უზრუნველყოფს.

(R)

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია