ლევან იოსელიანი - როდესაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ბრალდებას აჟღერებენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა შეიზღუდება

როდესაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ბრალდებას აჟღერებენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადება ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 3 იანვრიდან დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ შალვა პაპუაშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა გამომდინარე იქიდან, რა პროპაგანდაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვგულისხმობ მის მოწამვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას. ბუნებრივია, ამის საპასუხო არის ის, რომ შეიზღუდოს ადამიანების, ამ შემთხვევაში დეპუტატების მისვლა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვიოს, რომ ეს ბრალდება მათი მიმართულებით ნაკლებად იყოს დამაჯერებელი.

ზოგადად, დეპუტატს უფლება აქვს მოინახულოს მსჯავრდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულარულად მასთან პოლიტიკურ დისკუსიას უნდა აწარმოებდეს. რაც მთავარია, სახალხო დამცველის ოფისს, შეუზღუდავად აქვს საშუალება მოინახულოს, გაიგოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. გასაგებია, პოლიტიკურ პარტიას როგორი ინტერესიც აქვს თავის ლიდერთან მიმართებაში, მაგრამ, როდესაც ასეთ ბრალდებას აჟღერებენ, რომ მას წამლავენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა, ვინც ასე ხშირად მიდის მასთან, იქნება შეზღუდული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო