ქუთაისში საახალწლო ნობათი 4000-მდე ბენეფიციარმა მიიღო

ქუთაისში საახალწლო ნობათი 4000- მდე ბენეფიციარმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის მერიის მიერ შეძენილი 4000 ნობათი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებმა მიიღეს: სოციალურად დაუცველებმა (70000 ქულამდე), მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა, მრავალშვილიანმა მშობლებმა (რომელთაც ერთი არასრულწლოვანი შვილი მაინც ჰყავთ), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ომის და შეიარაღებული ძალების ვეტერანებმა, ვეტერანმა სპორტსმენებმა, ყრუთა საზოგადოების, ინვალიდთა ფედერაციის და უსინათლოთა კავშირის მიერ შერჩეულმა მოქალაქეებმა, დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელ ინვალიდთა კავშირის, იმერეთის რეგიონის ინვალიდთა კავშირის და პენსიონერთა და ვეტერანთა პროფ.ორგანიზაციის წევრებმა, ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილმა მოქალაქეებმა, 100 და მეტი წლის ადამიანებმა.

საახალწლო ნობათის დარიგება ქუთაისში დღეს დასრულდება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა