გულუბრყვილოა კითხვა, სალომე ზურაბიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის" გავლენა იგრძნობა თუ არა - „ნაციონალურმა მოძრაობამ" თაღლითური, აგრესიული სისტემა შექმნა, რომელიც პოლიტიკურ ველზე მდგომარეობის შერყევას, დესტაბილიზაციას და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას ლამობს - ზურაბიშვილი ამ სისტემის ნაწილად იქცა, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ვოლსკის აზრით, ამას ადასტურებს თავად ზურაბიშვილის განცხადებები, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
“ამას აკეთებს შეგნებით თუ შეუგნებლად, ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ რაც უკვე ფაქტია, ამას ვერ უარვყოფთ, ეს უკვე მოხდა და ჩვენს თვალწინ ხდება - რისი ნაწილია "ნაცმოძრაობის", "ლელოსი" თუ "სტრატეგია აღმაშენებლის", ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, - დასძინა გია ვოლსკიმ.