თელავის ისტორიულ მუზეუმში „მეფე ერეკლე II“ საფოსტო მარკის  პრეზენტაცია გაიმართა

თელავის ისტორიულ მუზეუმში „მეფე ერეკლე II" საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორთან ლევან ჩიკვაიძესთან, ერეკლე მეფის მარკის ინიციატივის ავტორთან, ეკონომიკის მინისტრის მრჩეველთან ირაკლი შიოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან, სამღვდელოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„ღონისძიების სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას მარკის გამოშვების იდეისა და საქართველოს ისტორიაში ერეკლე მეფის დამსახურებების შესახებ ისაუბრეს. საფოსტო გზავნილების განხორციელება მეფე ერეკლე II მარკით უკვე შესაძლებელია. მარკა, რომელზეც გამოსახულია მეფე ერეკლე II, მიმოქცევაში ნოემბერში შევიდა და საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრშია შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა