მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.

„ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.

დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა მიულოცეს.

მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი ვოკალური შემსრულებლები, ჯგუფები: „ქუჩის მუსიკოსები“ და „რეზო და ბავშვები“. საზეიმო გალა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო