ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს დღეიდან სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.

„ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი- დღეიდან ასე ჟღერს ჩვენი ქალაქის მთავარი ანსამბლის დასახელება. აკადემიური - ეს არის ანსამბლის მიერ წლების მანძილზე მოპოვებული წარმატებების საკადრისი შეფასება. მათი ყოველი კონცერტი, საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ანშლაგებით მიმდინარეობს. ვულოცავ ანსამბლის ხელმძღვანელებს, ძველი და ახალი თაობის თითოეულ წევრს ამ აღიარებას!”- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

ღონისძიება საახალწლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო