რუსთავში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ საშობაო სოფელში, საახალწლო ღონისძიება და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი რუსთაველების წინაშე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „სალხინო“ სპეციალური პროგრამით წარსდგა, ქართული კინომუსიკა გაჟღერდა ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგების შესრულებით, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სტუდია „ნამის“ მომღერლებმა.

„პატარებს სანტა კლაუსმა საჩუქრები დაურიგა. ახალი წლის ღამეს, საზეიმო ღონისძიება რუსთავში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო განათებები, ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში, საზეიმოდ 10 დეკემბერს აინთო.

საშობაო სოფელი, რუსთაველებს საახალწლო ბაზრობით, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვითა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით მასპინძლობდა. ქალაქის თითქმის ყველა უბანში, რუსთავის თეატრის მსახიობებმა, პატარებისთვის თოჯინური მიუზიკლი - ,,საშობაო ზღაპარი“ წარადგინეს. 6 იანვარს კი, შობის წინა ღამეს, პრემიერ მინისტრის ინიციატივის - „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, ანსამბლ „ქართული ხმებისა“ და ჯგუფ "რეგიონის" მონაწილეობით კონცერტი, საშობაო ბაზრობა და პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება”, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო