გორში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

გორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობის პარალელურად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მიმდინარეობდა.

მათივე ცნობით, დასკვნითი ღონისძიებაზე მოწვეულმა შემსრულებლებმა იმღერეს.

„ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება ნიკა ნიკვაშვილმა და ოპერის ორკესტრმა, ნუკრი კაპანაძემ, თემურ თათარაშვილმა, ნათია პერანიძემ, დათუნა სირბილაძემ, გიორგი მეფისაშვილიმა, კვარტეტმა “ავტოგრაფმა”, Georgian Six - მა, ეკა დოლიძემ და მარიამ როინიშვილმა წარმოადგინეს.

კონცერტის მიმდინარეობისას მოსახლეობას ახალი წელი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მიულოცეს.

საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო ღონისძებები პრემიერ-მინიატრის ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო