ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე 3-4 იანვარს ავტოტრანსპორტოს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

3-4 იანვარს ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) გზაზე ავტოტრანსპორტოს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი)-აგარა-ხაშური-სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2022 წლის 3 და 4 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო