ლევან ხაბეიშვილი 4 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციებს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასა და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აანონსებს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციები 18:00 საათზე დაიწყება. თბილისში კი გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ.

„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო