„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე აანონსებს, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავს, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები არ უერთდებიან.

ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მხარდამჭერებთან ერთად მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში დაგეგმილ აქციებში მიიღებს მონაწილეობას, მისი თანაპარტიელი გიორგი პატარაია „სამწუხაროს და გასაკვირს“ უწოდებს.

პატარაიას თქმით, ხვალ, 18:00 საათზე, აქციებს გეგმავენ თბილისში - „მშვიდობის ხიდთან“, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, შეკვეთილში და, სავარაუდოდ, რუსთავსა და თელავშიც.

შესაბამისად, პარტიის აღნიშნული ორი ნაწილი აქციების გამართვისას მხოლოდ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაიკვეთება.

„ლევანის განცხადება ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს. სამწუხაროდ, ლევანის განცხადება პირიქით, ყოფს. გულდაწყვეტილი ვარ მისი განცხადებით. როდესაც ლევანმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან, პარტიის უკლებლივ ყველა წევრი მივიდა აქციაზე, რადგან საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხებოდა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. რამდენიმე დღეა უკვე დაანონსებულია ტერიტორიები, სადაც აქციები გაიმართება. ესენია: თბილისში - “მშვიდობის ხიდი”, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და შეკვეთილი - ბიძინა ივანიშვილის სახლი.

ადამიანები, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხს გასახლეჩად იყენებენ. ეს გასაკვირი და სამწუხაროა“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად ხვალ, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა