უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმები „კიდევ უფრო ღრმად განხორციელდება“

მომავალში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსულ ავიაბაზებზე დარტყმები შესაძლოა, კიდევ უფრო ღრმად განხორციელდეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ამასთან, მას რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმებში უკრაინის მონაწილეობა არ დაუდასტურებია.

კითხვაზე, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთის ავიაბაზაზე, ბუდანოვმა უპასუხა, რომ პასუხის გაცემა ამჟამად არ შეუძლია და ამას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ამასთან, მისი თქმით, თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად განხორციელდება.

„თავდასხმები უფრო და უფრო ღრმად განხორციელდება,” - განაცხადა ბუდანოვმა და დასძინა, რომ მოხარულია ამ თავდასხმების ხილვით.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება