სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს, გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავეულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს ბრალი 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით, ხოლო გიორგი ცინდელიანს სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ცინდელიანის ადვოკატი გამოძიების მსვლელობის პარალელურად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხოლო აფრასიძის ადვოკატი აპირებს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

გამოძიების ინფორმაციით, 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ , განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.- მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024