გიორგი მუმლაძე - გავშალეთ ბანერი „თავისუფლება მიშას“, რაც ვერ აიტანა „ქართულმა ოცნებამ“, მისმა „ტიტუშკებმა“ და დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განმარტა, თუ რა გახდა ჭორვილაში დაპირისპირების მიზეზი.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარება ვერ აიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და პროვოკაცია მოაწყო.

„გავშალეთ ბანერი „თავისუფლება მიშას“, ეს ვერ აიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა „ტიტუშკებმა“, დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციები. ეს პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილები წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ ეს აქცია, თუმცა, მათ მივმართავ, რომ ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ასეთი პროვოკაციები, მივალთ ყველგან და ბიძინა ივანიშვილს ვეტყვით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერ მოგვიკლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს“,-განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქცია, ასევე, რატომ მიაყენეს აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო