შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

„მიხელ სააკაშვილის სიკვდილს არ დავუშვებთ” - ამ ლოზუნგით შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე აცხადებს, კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამება კრემლის დავალებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები ყველა ქალაქში მუდმივად გაიმართება.

“აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რუს ოლიგარქს ჩვენი ხმა გავაგონოთ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წამებით არ მოკლას. ამ ოლიგარქს შეუძლია გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ბედი. შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის წამება კრემლის დავალებით”, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აშშ-ს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები, ასევე მიხელ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს.

ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო