არ იყო საჭირო ერთი და იგივე მოთხოვნით ორი აქციის გაკეთება და ვაი, იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ აქციას ატარებს , - ამის შესახებ ანზორ მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მელიას თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველა ერთად უნდა იყოს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრები ჰქონდეს.
„ყველა ერთად უნდა იყოს და მერე ერთად ავიდნენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. მე მივდივარ იმ აქციაზე, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭომ ჯერ კიდევ 31 დეკემბერს დაგეგმა. მაშინ თქვეს, რომ აქცია უნდა იყოს შუშის ხიდთან და მეც იქ მივდივარ. ჩვენი მთავარი მიზანია მესამე პრეზიდენტის გადარჩენა და ვინც პირველად დაგეგმა აქცია, იქ უნდა ვიყოთ ყველა ერთად”, - განაცხადა ანზორ მელიამ.