ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე - კარგია, რომ გამოცოცხლებულია, კარგია, რომ იძულებულია გარეთ გამოვიდეს, კარგია, რომ მოქმედებს - სადაც გაუხარდება, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, უნდა იბრძოლოს და იმოქმედოს იქ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რაც მეტი პროტესტი, მოძრაობა და მოქმედება იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ სად და როდის გაიმართება აქცია.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ორგანიზებული მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიკა მელია გააქტიურებულია.

„რაც მეტი აქცია, მეტი დაორგანიზებული პროტესტი იქნება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ამან არავინ უნდა ააღელვოს. მართლა გულწრფელად არ მესმის, როდესაც საუბარია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების, ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც არის სახელმწიფო კანცელარიასთან და შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რატომ შეიძლება აღიქმებოდეს ვინმესთვის პრობლემად, გულწრფელად ვერ გამიგია, მეტიც, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არის გააქტიურებული. შეგიძლიათ ნახოთ წინა წლის ახალი წლის დღეები. მაშინაც ტყვეობაში გვყავდა ჩვენ პრეზიდენტი სააკაშვილი. შესაბამისად, კარგია, რომ ახლა ლოკაციებზე მიდის კამათი, საათზე, ფორმაზე. რაც მეტი პროტესტი, მოძრაობა და მოქმედება იქნება მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ვხედავ, ნიკას მეგობრები ადგილს იწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ „მშვიდობის ხიდთან“ იკრიბებოდნენ, დღეს ნიკა არ არის მშვიდობის ხიდზე, საერთოდ სხვა ლოკაციაზე წავიდა და რატომ არის პრობლემა სახელმწიფო კანცელარიის მოედანზე გაპროტესტება, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლა, ეს უკვე თავად ნიკას და მის მომხრეებს უნდა ჰკითხოთ. რატომ შეიძლება აღელდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ნიკა მელიასა და მას შორის კომუნიკაციაზე ამ საკითხზე, ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ აქცია მელიამ „ფეისბუქზე“ დააანონსა.

ნიკა მელიას როცა უნდოდა ჩვენთან კომუნიკაცია, საჯარო პოსტი დაწერა, დაგვიძახა, მივედით და მგონი ამაზე პრობლემა არ იყო. შემდეგ, როცა სოციალური ქსელით, „ფეისბუქ“ პოსტით რაღაცებს აანონსებს, ეს მისი დაანონსებულია და პრობლემას ვერ ვხედავ. 8 ლოკაციაზე უნდა? - გააკეთოს სადმე რამის კეთება თუ შეუძლია, აკეთოს. კარგია, რომ გამოცოცხლებულია. კარგია, რომ იძულებულია გარეთ გამოვიდეს, კარგია, რომ მოქმედებს. სადაც გაუხარდეს, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს და იმოქმედოს იქ“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი განმარტებით, უამრავ ქალაქში გაიმართა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერი აქცია, სადაც რიგითი ადამიანები ითხოვდნენ და ითხოვენ მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებას.

„მარკ ფეიგინის ამ ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში ორ ლოკაციაზე, ეს არის სახელმწიფო კანცელარია, საიდანაც მსვლელობა გვექნება მთავარ ბოროტების სასახლესთან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე ლოკაცია გვაქვს შეკვეთილში, ესეც ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ჩვენ ვუერთდებით ამ ინიციატივას და ვართ სოლიდარულები. შესაბამისად, აქ მოსული ადამიანებიც გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, რომელიც უკავშირდება პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტ სააკაშვილის სოლიდარობას, ეძღვნება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024