აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით “ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“ აქცია მიმდინარეობს

“ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“ - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, ქვეყნის აღმშენებელ პრეზიდენტს კლინიკაში “ქართული ოცნება” აწამებს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში, კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

“ქვეყანა კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას არ დაუშვებს. დღეს სოლიდარობის აქცია სხვადასხვა ქალაქში იმართება. აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს და მიხეილ სააკაშვილს ვიხსნით”, - აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სანთლებით წარწერა “გახსოვდეს მიშა” დატოვეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია