კობა ნაყოფია - სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება - მოვუწოდებ, დროზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გადაყვანაზე

მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით დროზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ მშვიდობის ხიდთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანაა.

„მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და სასწრაფოდ გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ. ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ის კლინიკაში იმყოფება, ყოველდღიურად წონას კარგავს, ყოველდღიურად ტემპერატურა აღენიშნება, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, საუბარია შესაძლო მოწამვლაზე. ამ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, მისი საქართველოში დატოვება, ჩემი აზრით, წარმოუდგენელია. სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი. აქ უკვე საუბარი არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე.

სრული პასუხისმგებლობა მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, რომ დროზე იქნას მიღებული გადაწყვეტილება, მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო