ნიკა მელია - უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი, ეს არის ფაქტი, აქსიომა, რასაც მტკიცება არ სჭირდება,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „მთავარ არხს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი იმას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

ნიკა მელიას თქმით, დღევანდელი სოლიდარობის აქცია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„დღეს, 2023 წელს საქართველო იმყოფება ისტორიულ, მორალურ და ფასეულობით გზაგასაყარზე. სურათი უსაშველოდ გაფართოვდა. ამ გაფართოებულ სურათში ძალიან ცხადად გამოჩნდა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ჩვენი მოქმედებით, ჩვენი უმოქმედობით ყველანი ვაკეთებთ არჩევანს, არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულს თუ ევროპულ მომავალს შორის. არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის, ეს დილემა დადგა და ბუნებრივია, დღევანდელი დღე ისტორიულია. ჩემი შეფასებით, არ ვაჭარბებ, როდესაც ამას ვამბობ იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ მახსოვს, როცა მსოფლიოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია იმართება საერთაშორისო დონეზე, ამ აქციას უერთდება საქართველოც. ეს არის ნათელი დადასტურება, რამხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებას. დიახ, ხაზს ვუსვამ, ქართულ საზოგადოებას, რადგან პირველ რიგში, საზოგადოება საქმის კურსშია დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ მომავალთან“, - განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

„ეს ბრძოლა არ შენელდება. არის დროდადრო ნიჰილიზმი, არის დროდადრო ჩვენს მეგობრებში, მხარდამჭერებში განცდა, თითქოს ქართველი ხალხი არის უმწეო, არა! სინამდვილეში თუკი ვინმე არის დღეს უმწეო, ის არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ის საზრდოობს ამ ნიჰილიზმით, რომელიც პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ერთობით, იმ სულისკვეთებით, რომელსაც ბრძოლის სულისკვეთებას ვუწოდებდი. ჩვენ არ ვიბრძვით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს გამოწვევა რიგით კალენდარულ დღეებში არ არის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თუკი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საკუთარ სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს, რომც შევცვალოთ ეს ხელისუფლება, მომდევნო კიდევ ერთი ათწლეული ჩვენ ვიქნებით სახელმწიფოებრივ ჭაობში. ამიტომ, ეს ყველაფერი კარგად უნდა გააცნობიეროს საქართველოს ყველა მოქალაქემ“,-განაცხადა მელიამ.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხით ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ექმნება.

„გზავნილი მინდა „ქართულ ოცნებას“ გავუგზავნო. თქვენ მცდელობა კი არ გაქვთ მიხეილ სააკაშვილის მოკვდინების, თქვენ გაქვთ მცდელობა, სახელმწიფოს დაუკარგოთ მთავარი - ისტორიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს. ამიტომ, უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ არც ჩვენს მომავალ თაობებს და არც აწმყოში არავის წამოვაძახებინებთ, რომ რაღაც დავაკელით ამ ბრძოლას“,- განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს