„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ იანვარში მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობს

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ იანვარი განსაკუთრებული შეთავაზებების თვეა, ასე რომ თუ სტომატოლოგიური კლინიკის ფასები გაინტერესებთ ეს სიახლე აუცილებლად დაგაინტერესებთ. მთელი თვის განმავლობაში თბილისის წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკა ლოიალურ და ახალ მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობს. შეთავაზებები იმოქმედებს სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ორთოპედიაზე, თერაპიაზე, პაროდონტოლოგიასა და იმპლანტებზე.

დეტალურად სტომატოლოგიური კლინიკის ფასდაკლებები კი ასე გამოიყურება:

„რაც შეეხება ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში არსებული მომსახურების ფასებს, იქნება ეს კბილის ამოღების, კბილის დაბჟენის (დაპლომბვის) თუ კბილის იმპლანტის ფასი, იგი დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მახასიათებლებსა და შემთხვევის სირთულეზე. ვინირების ფასი და ბრეკეტების ფასი გამოითვლება კონკრეტული შემთხვევის მახასიათებლებისა და იმ მასალების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება მკურნალობისას. ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ საბანკო განვადებით ისარგებლონ,“ - განმარტავენ კლინიკაში.

Blits Dental Clinic - ის მთავარი მიზანია შექმნას თავდაჯერებული ღიმილი. კლინიკა ლიდერია ციფრული სტომატოლოგიის მიმართულებით ქვეყანაში და სწორედ ამას აღნიშნავს მისი სახელიც „ბლიცი“ ანუ სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სტომატოლოგიური სერვისი.

კლინიკაში განმარტავენ, რომ ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ თავდაჯერებულობაზე, არამედ შინაგან განწყობაზე. ამის მიღწევა კი საუკეთესო მომსახურებითა და მომხმარებელზე მორგებული სერვისითაა შესაძლებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლინიკა სრულად ციფრულ სისტემაზე მუშაობს. ცერეკის სისტემის საშუალებით დღეს უკვე შესაძლებელია ერთ ვიზიტში აღიდგინოთ დაზიანებული კბილი. ის ექიმს შესაძლებლობას აძლევს შექმნას კბილის კონსტრუქცია და დაამზადოს ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრაციები, როგორიცაა: გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა. შ.

ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას.

კლინიკას საკუთარი ლაბორატორია აქვს. ეს ნიშნავს, რომ ორთპედიული კონსტრუქციების დამზადება/გამოჩარხვა ადგილზევე ხდება.

„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას“ კლინიკის გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ქვეყანაში საუკეთესო სტომატოლოგებით. ისინი ჩართულები არიან უწყვეტი განათლების პროცესში, რაც მაღალი დონის მომსახურების მიღების წინაპირობაა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლინიკა მულტიფუნქციურია, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას, ოპერატიულად, ერთ მისამართზე, მიიღოს ნებისმიერი სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ესენია:

  • თერაპია;
  • ორთოპედია;
  • ორთოდონტია;
  • პაროდონტოლოგია;
  • იმპლანტოლოგია;
  • გნათოლოგია;
  • ბავშვთა სტომატოლოგია;
  • 3D კომპიუტერული ტომოგრაფია.

კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. პარტნიორობის შედეგად, კლინიკა და ლაბორატორია სრულად აღჭურვილია Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.

სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ლიდერ პოზიციას სტომატოლოგიურ კლინიკებს შორის. მის პაციენტებს შორის ბევრი უცხოელიცაა, რომლებიც საქართველოში სამედიცინო ტურიზმით ჩამოდიან და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებას სწორედ კახაბერ ხარებავას კლინიკაში იღებენ.

შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში კლინიკაში სხვადასხვა მიმართულების მომსახურების მიღება ფასდაკლებითაა შესაძლებელია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო