სერგო ჩიხლაძე - 2023 წელს ჩვენი მთავარი მიზანი დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 2023 წელს მათი პარტიის მთავარი მიზანი დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა იქნება.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ერთიანი სამოქმედო გეგმის გარეშე „რუსული ოცნება“ ვერ დამარცხდება.

„2023 წელს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი გეგმა დიდი ოპოზიციური ერთობის შეკვრა და ხელისუფლებიდან „რუსული ოცნების“ ჩამოშორება იქნება. მე იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს თავის შიდა საკითხებს. ზოგადად, მთელი პროევროპული საზოგადოება უნდა შევიკრათ და გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, ერთიანი სტრატეგია, რომლის გარეშეც ჩვენ „რუსულ ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ. ვფიქრობთ, რომ აქციებს 2023 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება. ეს დემოკრატიული ბრძოლის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო