ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობის“ წევრების განცხადებები უნდა მოისმინოთ, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი - რაც შეეხება ვაშაძეს, „ტრიოს“ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას, ზამთარიც ცხელი უნდა ყოფილიყო, თბილი ამინდი კი გვაქვს, მაგრამ ეს ვაშაძეს არ უკავშირდება

უნდა უყუროთ, როგორ აგინებენ „ნაცმოძრაობის“ წევრები ერთმანეთს. საღამოს უნდა ჩართოთ ტელევიზორი და მოისმინოთ მათი განცხადებები, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი. ვაშაძეს რაც შეეხება, 4 კაცი ჰყავდა პარტიაში და ორი შემორჩა. „ტროიკის“ მიერ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებულ აქციას გამოეხმაურა და მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა. მანვე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადება, რომ 2023 წელს ოპოზიციას ერთიანი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს, რომლის მიზანი „ხელისუფლებიდან „რუსული ოცნების“ ჩამოშორება იქნება“ და აღნიშნა, რომ დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ უნახავთ.

„გუშინ „ნაცებმა“ თავისი ასკაციანი „ლაშქარი“ რამდენიმე ფრონტად დაყვეს და ვნახეთ სამარცხვინო ქმედებები, ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს, მარაზმი ხდებოდა გუშინ, მეტი არაფერი. ეს აჩვენებს, რომ იმათ ის პატიმარიც {მიხეილ სააკაშვილი} არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა სკამისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ შემდეგ კეზერაშვილის ფულები გაინაწილონ, ვინც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. უბრალოდ უნდა ვუყუროთ, როგორ დასდევენ ერთმანეთს, როგორ აგინებენ, საღამოს უბრალოდ უნდა ჩართოთ, როგორც „შაბათის შოუ“, გასართობი და უყურო, მოისმინო, ერთის, მეორის, მესამის, მერე ისევ პირველის განცხადებები - აგონიაში არიან. ყოველთვის ასეთი პარტია იყო, ვიწროპარტიულ ინტერესებზე ფიქრობდნენ. ახლა ვინც აღზარდეს, ვინც გამოიჩეკნენ, სამი თუ ოთხი, რომ კითხო ყველა ლიდერია, მაგრამ გამოკვეთილი ვინც არის, იბრძვის კეზერაშვილის ფულისა და გავლენებისთვის პარტიაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოუვიდა და ვაშაძე, რომელსაც 3 თუ 4 ადამიანი ჰყავდა პარტიაში და ბოლოს ორი შემორჩა... ამ კაცის ჩატარებული აქციების არ მჯერა. ვისაც სჯერა, გაყვეს. რა ვაშაძე, რა აქციები, რა ცხელი ზამთარი თუ შემოდგომა, კარგი რა! ერთი ხელმოცარულია, რომელიც ვიღაცისგან დაფინანსებას იღებს, კარგად ვიცით ვისგანაც და ცდილობს ეს დაფინანსება გაამართლოს, ვითომ რაღაცას ცდილობს. ის გიჟი „ჯაფარა“ რომ დარბოდა ვითომ გასულ წელს, აზომვებს რომ აკეთებდა ვითომ აქ, რაღაც მარაზმი, მეორე რუსეთიდან ფინანსდება ქალბატონი ხოშტარია და მერე თქვა, მე არა მამაჩემიო და ამ „ტროიკას“ მიერ მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას რა. შეიკრიბება ისევ 15-20 კაცი, როგორც დარბოდნენ, მოატყუებენ ერთმანეთს, მერე ისევ დაიშლებიან, მერე ისევ შეიკრიბებიან. სად არის ცხელი შემოდგომა რომ დაგვიანონსეს? ზამთარიც ცხელი უნდა ყოფილიყო. თბილი ამინდი კი გვაქვს, მაგრამ ეს ვაშაძეს არ უკავშირდება. ვურჩევდი, თუ რამე სათქმელი აქვს, გამოიყენოს პარლამენტი და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას შემოუერთდეს,“ - განაცხადა ზარქუამ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024