გია გაჩეჩილაძის სიძე ვანო მერაბიშვილზე - ფიზიკურად დავუპირისპირდი, მე დავიწყე - იმედი მაქვს, ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის, რაზე დაიწყო დაპირისპირება

პირდაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ, - ამის შესახებ მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი შარაშიძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.

„კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება... მე დავიწყე დაპირისპირება“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა