კახა კალაძემ სამტრედიაში ერთ-ერთ ოჯახს სახლი აჩუქა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამტრედიაში ერთ-ერთ ოჯახს სახლი აჩუქა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა.

„მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ - კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან სად. მადლობა კახის ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა“, - განაცხადა ამირან ჭაფოძემ.

„საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ადგილობრივების წინაშე წარსდგნენ „ღამის შოუს ბენდი“, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი, მომღერალი სოფო ბედია და სხვა შემსრულებლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება