გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა გამართა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა გამართა.

გორიც მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები წარმოდგენას „საშობაო ქალაქს" დაესწრნენ და თოვლის ბაბუისგან საჩუქარიც მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებას, გორის კულტურის ცენტრმა 3, 4 და 5 იანვარს უმასპინძლა, რომელსაც 1800-მდე ბავშვი დაესწრო.

ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო