რუსთავში საშობაო ღონისძიებებისა და კონცერტისთვის ემზადებიან

რუსთავში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის, „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საშობაო ღონისძიებებისა და კონცერტისთვის ემზადებიან.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის საშობაო სოფლის მოწყობა, საახალწლო დეკორაციებისა და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს და ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, საშობაო სოფელში, ადგილობრივი მცირე მეწარმეების მონაწილეობით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სადაც პატარებს ზღაპრის გმირები გაართობენ, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებთ.

„გაიმართება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. 19:00 საათზე, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა და ბენდის მონაწილეობის კონცერტი დაიწყება, 20:00 საათზე კი მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილებისთვის ჯგუფი ,,რეგიონი“ იმღერებს. საღამოს დუტა სხირტლაძე გაუძღვება. სადღესასწაულო კონცერტი 21:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

რუსთავში საშობაო ღონისძიებებისა და კონცერტისთვის ემზადებიან

რუსთავში, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის, „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საშობაო ღონისძიებებისა და კონცერტისთვის ემზადებიან.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის საშობაო სოფლის მოწყობა, საახალწლო დეკორაციებისა და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს და ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, საშობაო სოფელში, ადგილობრივი მცირე მეწარმეების მონაწილეობით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სადაც პატარებს ზღაპრის გმირები გაართობენ, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებთ.

„გაიმართება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. 19:00 საათზე, ანსამბლ ,,ქართული ხმებისა და ბენდის მონაწილეობის კონცერტი დაიწყება, 20:00 საათზე კი მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილებისთვის ჯგუფი ,,რეგიონი“ იმღერებს. საღამოს დუტა სხირტლაძე გაუძღვება. სადღესასწაულო კონცერტი 21:00 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი