აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს

აჭარაში სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუწყება.

მათივე ცნობით, დღეს, სურბ ფრკიჩის ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიში, საშობაო წირვა მამა არარატ გუმბარიანმა აღავლინა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე საქართველოს მთავრობის სახელით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს მიესალმა და შობა მიულოცა.

საზეიმო წირვა შედგა ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ სომხურ მართლმადიდებლურსამოციქულო ეკლესიაშიც. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.

საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, ქრისტეშობა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო