საქართველოში პირველად მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში პოსტ ტრავმული მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდი - 3D ფიქსატორი დაინერგა.

მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი გამოიყენება მოტეხილობების, ამოვარდნილობების, კუნთების და მყესების დაზიანების, ასევე პოსტ ოპერაციული ან თერაპიული მკურნალობისთვის. იგი რიგ შემთხვევებში ანაცვლებს თაბაშირს და მკურნალობის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

თანამედროვე ფიქსატორის დანიშნულება სხეულის დაზიანებული ნაწილის სასურველ პოზიციაში დაფიქსირება, ტკივილის შემცირება და კუნთების სტაბილიზაციის ხელშეწყობაა. მისი გამოყენება, ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აღდგენით პროცესს 15-20% აჩქარებს.

3D ფიქსატორის დიზაინი შემუშავებულია ესთეტიური ფაქტორის გათვალისწინებით და უზრუნველყოფს პაციენტის გამოცდილებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ის საკმაოდ მსუბუქია, რაც იმობილიზაციის საშუალებებთან დაკავშირებულ დისკომფორტს ამცირებს და მის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. ფიქსატორის ღიობები იმეორებს კიდურების ორგანულ ფორმებს და ამცირებს კანის გაღიზიანების ან ტკივილის რისკებს. მას არ გააჩნია წყალში გამოყენების შეზღუდვა, რაც შესაძლებელს ხდის წყალთან ნებისმიერი ტიპის შეხებას.

3D ფიქსატორის დამზადების პროცესი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური, მარტივი და სრულად ავტომატიზებულია. რამდენიმე წუთში ხდება სხეულის დაზიანებული ნაწილის 100%-მდე სიზუსტით სკანირება და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით პერსონალური ფიქსატორის დამზადება.

აღნიშნული ფიქსატორი პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება „მეიოს კლინიკასა“ და მსოფლიოს სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. მისი წარმოების სრულ ჯაჭვს გააჩნია ISO ბიოთავსებადობის სტანდარტი. ასევე, სერტიფიცირებულია ევროპისა და აშშ-ის ორგანოების - Conformité Européenne (CE) და U.S. Food and Drug Administration (FDA) მიერ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების მქონე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომლის მიზანი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდის მუდმივი განვითარება და ინოვაციური სერვისების მიწოდებაა, რათა ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო