ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მონიტორინგი.

“ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, გორგასლის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება