გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა ახაშენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.