ბათუმში 29 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 29 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, ერთი პირი არის დაკავებული.

როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსთან” განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 29 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს მონიტორინგი. შემთხვევა გუშინ, გორგასლის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო