ფოთში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება

ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ფოთის ცენტრში 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება.

„ქალაქის ცენტრში, რუსთაველის რკალზე მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომლებიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.

ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ.

ფოთის ცენტრში 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი ,,გორდელა'' და ჯგუფი ,,ბანდეროლი'' მიიღებენ”, - ნათქვამია ფოთის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო