ფოთში საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებები ზღაპრის გმირების და ორკესტრის საზეიმო მსვლელობით დაიწყო.

„მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები,მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. პატარებს კი თოვლის ბაბუა მასპინძლობს.

17:20 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც ფოთელებს შობა-ახალ წელს ანსამბლი ,,გორდელა'' და ჯგუფი ,,ბანდეროლი” მიულოცავენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო