ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო

ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მომლოცველ ბავშვებს და სასულიერო პირებს თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ და შობის მახარობლებს ტკბილეული გადასცეს.

შეგროვებული ნობათი საქველმოქმედო მიზნით განაწილდება.

„დღეს შობის მახარობლები გვეწვივნენ. მომლოცველებს მერიის წინ შევხვდით და ტკბილეული გადავეცით. „ალილოს“ ტრადიციულ მსვლელობას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ხელმძღვანელობს. საშობაო მოლოცვა ქუთაისის ქუჩებში მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო ქრისტეშობის დღესასწაული!“ - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო