გიორგი დოხტურიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულში გამართულ საშობაო „ალილოს“ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინამძღოლობით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ საზეიმო მსვლელობაზე, მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს.

სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, ეკლესიის მრევლმა და მოქალაქეებმა.

ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს. ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. „ალილოს" მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო