მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა შიდა სასოფლო გზებზე პრობლემები შექმნა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, ხულოს მუნიციპალიტეტში ნალექის გამო, შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

“ორი დღეა ინტენსიურად თოვს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია, არის ქარბუქი. თოვლმა განსაკუთრებული პრობლემები სოფელ რიყეთსა და ღორჯომში შექმნა. ცენტრალურ გზებზე, როგორც ვიცით ტექნიკა მუშაობს”, - განაცხადა ხულოში მცხოვრებმა.

ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. კურორტ ”გოდერძის” მიმართულებით კი გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ვახტანგ ბერიძის თქმით, დღის ბოლომდე ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო