გორის მერია - მუნიციპალიტეტში გზები გაწმინდა და მიმდინარეობს ტექნიკური მარილი დაყარა

გორის მუნიციპალიტეტში უამინდობის მიუხედავად, გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამინდის გაუარესების გამო, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

„ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და მიმდინარეობს ტექნიკური მარილი დაყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო