ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი - მერთან არსებული სათათბირო საბჭო საქმიანობა, კორუფციის ეჭვებს ბადებს, რაშიც არჩილ ჩიქოვანი და საჯარო მოხელეები არიან ჩართული

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, ბათუმის მერთან არსებული სათათბირო საბჭოს გამჭვირვალედ მუშაობას ითხოვს.

როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, სათათბირო საბჭო, რომელიც ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაზე მუშაობას, საჯარო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

რეზო ხარაზის თქმით, სათათბირო საბჭოს საქმიანობა, კორუფციის ეჭვებს ბადებს, რაშიც არჩილ ჩიქოვანი და საჯარო მოხელეები არიან ჩართული.

„რამდენიმე თვის წინ, ქალაქის მერთან არსებული სათათბირო საბჭო შეიქმნა, რომელიც საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში განიხილავს 2027 წლამდე სხვადასხვა სამშენებლო ნებართვებს. ამ საბჭოს გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ვერ ვხედავთ, საბჭოს მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. 78 მილიონს ხარჯავს ბათუმის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების პროგრამაზე და რამდენიმე მისამართზე სამუშაოები კეთდება, უამრავი განაცხადია ბათუმის მერიაში შესული, თუმცა გაჩერებულია. გვაინტერესებს, რა პროექტებია, რა სამუშაოები იქნება მათ მიერ გაწეული, ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას. აუცილებელია და მოვუწოდებ ქალაქის მერს და სათათბირო საბჭოს, რომ მათი შეკრება ღია და გამჭვირვალე, ასევე განხილვებზე დასწრების უფლება საკრებულოს წევრებსაც ჰქონდეთ. თუ ეს პროცესი ასე დახურულ რეჟიმში გაგრძელდება, კიდევ უფრო გამყარდება იმის ეჭვი, რომ ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სათათბირო საბჭო, ასევე შესაბამისი უწყებები დიდ კორუფციულ სქემაში არიან ჩართული”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო