ნინო კალანდაძე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება ივანიშვილს არ აღელვებს, დასაკარგი არაფერი აქვს - მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის ხაზი გაატაროს, რომლითაც მოსკოვს ერთგულებას დაუმტკიცებს

ივანიშვილის და მისი სატელიტი ჯგუფების მთავარი ინტერესი, რომლებიც ანტიდასავლურ რიტორიკას ახმოვანებენ, სანქციების თავიდან არიდებაა - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება ივანიშვილს არ აღელვებს, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის" თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „საკმაოდ ხელოვნურად ინარჩუნებს ძალაუფლებას, მათ შორის, პროპაგანდისტული, ძალიან ეფექტური გზების მეშვეობით“.

„ჩვენ ამერიკის მოკავშირეობა სასიცოცხლოდ გვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი გზა დროულად ვიპოვოთ. თუ ქართველ ხალხს უნდა ეს ამოცანა იყოს შესრულებული, მაშინ ანტიამერიკული განცხადებები აზიანებს მთელ ამ ამოცანას, რომელიც ქართველ ხალხს წლების მანძილზე არჩეული აქვს. ივანიშვილს ეს ადარდებს თუ არა, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ ეს სახელმწიფო ინტერესებს ვნებს, უბრალოდ იმდენად არ განვავრცობდი, რამდენადაც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს.

ივანიშვილი საკმაოდ ხელოვნურად ინარჩუნებს ძალაუფლებას, მათ შორის, პროპაგანდისტული, ძალიან ეფექტური გზების მეშვეობით. მე არ მინდა მისი უძლეველობის მითზე რაიმე წარმოდგენა მქონდეს, ეს ასე არ არის, მაგრამ მოცემულ რეალობაში, მას პრაქტიკულად დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ მისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ის ხაზი გაატაროს, რომლითაც ერთგულებას კარგად დაუმტკიცებს მოსკოვს და დასავლეთს დაანახებს, რომ აქ მისი ადგილი არ არის.

სამწუხაროდ, ჩვენთვის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არსებობს არის დასავლეთის ხელში. უკრაინამ ამაში შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს, რადგან გავლენიანი მოთამაშეა საერთაშორისო ურთიერთობებში.

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭება ივანიშვილს არ აღელვებს, რადგან ისინი მოწინააღმდეგე ნაპირებზე დგანან, ანუ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამიტომ უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვას ივანიშვილი არ ერიდება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო