რუსთავში, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქ რუსთავში, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში შენდება არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა, ეწყობა დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები.

„რჩეულიშვილის ქუჩაზე, 14 ათას კვადრატულ მეტრ ფართობამდე ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომელიც მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა ქუჩების კეთილმოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. შეხვედრას ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო