აკაკი მინაშვილი - თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე სახის ტრაგედია მოხდება, ეს ათწლეულობით მოუსპობს ქვეყანას ევროპულ და დასავლურ შანსს

თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე სახის ტრაგედია მოხდება, ეს ათწლეულობით მოუსპობს ქვეყანას ევროპულ და დასავლურ შანსს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილთან საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული პროცესის დაწყებამდე მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.

მინაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება გადარჩენილი და თუ ის არ იქნება გაყვანილი ქვეყნიდან სათანადო მკურნალობისთვის, საქართველოს არ ექნება ევროპული და დასავლური პერსპექტივის შანსი.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ყველა ეს ადამიანი აღიარებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, არ ასრულებს 12 რეკომენდაციას. თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება გადარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გაყვანილი ქვეყნიდან სათანადო მკურნალობისთვის, საქართველოს არ ექნება ევროპული და დასავლური პერსპექტივის შანსი. ეს ყველას უნდა ესმოდეს მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური სიმპათიების ან პოლიტიკური პოზიციების მქონე ადამიანია. ახლა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არ არის პიროვნული საკითხი, მიხეილ სააკაშვილის, ადამიანის, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ჩამოაყალიბა სახელმწიფო 2003 წლიდან, სიცოცხლის გადარჩენა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ თუ რაიმე სახის ტრაგედია მოხდება, ეს ათწლეულობით მოუსპობს ქვეყანას ევროპულ- დასავლურ შანსს, არადა ევროპული -დასავლური შანსი არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წარმატების წინაპირობა“, - განაცხადა მინაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო