სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ

ძლიერმა ქარმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა.

თუმცა, მათივე ცნობით, ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება დროული იყო და მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგა.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა, ყველა პრობლემურ ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.

ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო