გიორგი მუმლაძე - ის ჩანაწერი, რომელიც მოვისმინე, შინაარსის და გავრცელების თვალსაზრისით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - თუ მიხეილ სააკაშვილზე ამას ფიქრობს ნიკა მელია, ეს არის კატასტროფა

ის ჩანაწერი, რომელიც მოვისმინე, შინაარსის და გავრცელების თვალსაზრისით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ მიხეილ სააკაშვილზე ამას ფიქრობს ნიკა მელია, ეს არის კატასტროფა, სამწუხაროა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მუმლაძე განმარტავს, თუ ვინმე ამ ჩანაწერს ინახავდა იმისთვის, რომ კონკრეტულ მომენტში გამოეტანა და თან დაემთხვია არჩევნების პერიოდისთვის, ეს ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციას.

"ის ჩანაწერი, რომელიც მოვისმინე, შინაარსის და გავრცელების თვალსაზრისით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ მიხეილ სააკაშვილზე ამას ფიქრობს ნიკა მელია, ეს არის კატასტროფა, სამწუხაროა, უბინძურესი ამბავია. მეორე მხრივ, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ვინმე ამ ჩანაწერს ინახავდა იმისთვის, რომ კონკრეტულ მომენტში გამოეტანა, თან დაამთხვია არჩევნების პერიოდს, ეს ხელს უშლის იმ ჯანსაღ კონკურენციას. მე მირჩევნია, დებატებში ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ გეგმებზე, ვის აქვს პარტიის განვითარების უკეთესი გეგმა, ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაზე“, - აღნიშნავს მუმლაძე.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს გავრცელებული ჩანაწერის უკან, მუმლაძე აღნიშნავს, რომ პერსონალურად შეუძლებელია ვინმეს ხელი დაადოს. ამასთან, დასძენს, რომ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ისინი, „ვისაც არ უნდათ, რომ პარტიაში ცვლილებები განხორციელდეს და ხელს უშლიან „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას".

"ეს შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ უძრაობაში დარჩეს“, - აღნიშნავს მუმლაძე.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მართლმსაჯულება თავიდან ბოლომდე მითვისებული აქვს ბიძინა ივანიშვილს".

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი გადაწყვეტილება არ იქნება. თუ ბიძინა ივანიშვილზე მოხდება საშინაო და საგარეო წნეხი, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება და გადარჩება, თუ არა, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ამ ფორმალური პროცესებით ჩატოვებენ პატიმრობაში და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. მაქსიმალური მზადება უნდა იყოს, ქუჩის პროტესტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რესურსის სრული გამოყენებით მიემართოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა ვაიძულოთ ეს ადამიანი პუტინის ტყვეობაში არ მოკლას მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნავს მუმლაძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა