ლენტეხის მერია - 2022 წელს, რცხმელურისა და ხოფურის თემის სოფლებში, ჯამში, 1 067 931 ლარი დაიხარჯა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წელს, მხოლოდ ორ - რცხმელურისა და ხოფურის თემის სოფლებში მთლიანობაში 1,067,931 ლარი დაიხარჯა.

„კერძოდ: ნაღომარში, რცხმელურში, ყვედრეშში, გვიმბრალასა და ლაღარვშის გზების ბეტონის საფარით მოწყობა-ღირებულება 421,228ლარი. სოფელ ნანარში გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა-ღირებულება 326,225 ლარი, სოფელ ხოფურში შიდა სასოფლო გზის მოწყობა ბეტონის საფარით და გზის საყრდენი კედლის მოწყობა-ღირებულება 97,984 ლარი. სოფელ ზედა გვიმბრალაში წყლის სისტემის მოწყობა-ღირებულება 37, 464 ლარი. სოფელ ხოფურში წყლის სისტემის მოწყობა-ღირებულება 42,930 ლარი. სოფელ ნანარში წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია ღირებულება 123,980 ლარი. სოფელ მაზაშში წყალსადენის მოწყობა-ღირებულება 18130 ლარი.

რაც შეეხება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას" რცხმელურსა და ხოფურის თემში სულ 102 ათასი ლარი დაიხარჯა.

კერძოდ: ნაღომარში, ლაღარვაშში, ყვედრეშში, ნანარსა და წიფლაკაკიაში მოეწყო გარე განათების სისტემები. გვიმბრალაში, რცხმელურში, ხოფურში, ლამანაშურში და მაზაშში განხორციელდა შიდა სასოფლო და სამეურნეო დანიშნულების გზების რეაბილიტაცია. ყველა ეს პროექტი სოფელში თუ დაბაში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული, რაც მათ საჭიროებებსა და გამოწვევებს ითვალისწინებდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი წელსაც, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას ,მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე იქნება მორგებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო