ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი. დამატებით მოეწყობა ახალი რეზერვუარი. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით