ფოთის მერია - ძლიერი ქარის გამო მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

მათივე ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.

მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95

ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

ცენტრის უბანი -579 75 20 17;

მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;

კუნძულის უბანი - 551 41 11 02;

ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო