ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ახორციელებდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს.